წესით თქვენ უნდა იყოთ პოლიტიკური კრიზისების განმმუხტველი და სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში გვევლინებით როგორც პოლიტიკური კრიზისების შემქმნელი, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ბექა ნაცვლიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს და მას მოუწოდა, შემდეგისთვის უფრო მეტად იყოს ორიენტირებული საზოგადოების საჭიროებებზე.
„ერთ რაღაცას გთხოვთ შემდეგისთვის ბატონო პრეზიდენტო, რომ იყოთ უფრო ჩვენი ქვეყნის საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული და ასეთი დღის წესრიგი შემოგვთავაზოთ და ნაკლებად იყოთ ორიენტირებული, რაც თქვენი ვალდებულება პირიქითაა, რადგან თქვენ უნდა იყოთ წარმოქმნის შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისების განმუხტველი, სამწუხაროდ, ხშირად გვევლინებით როგორც პოლიტიკური კრიზისების შემქმნელი,“– განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
მან საკანონმდებლო ორგანოში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა შეაფასა.
„ჩვენ ადრე უფრო განებივრებულები ვიყავით პრეზიდენტის მიერ უფრო ემოციური, პროზაული გამოსვლებით, მაგრამ ამას სამწუხაროდ მოკლებულები აღმოვჩნდით. დღის წესრიგი, რომელიც პრეზიდენტმა შემოგვთავაზა გარკვეული თვალსაზრით მაგონებდა 90-იანების დღის წესრიგს, სადაც წამყვანი საზოგადოებრივი დისკურსი იყო დემოკრატიზაცია… კი მართალია დიდია სოციალური უთანასწორობა, მაგრამ განვითრების გარეშე მისი აღმოფხვრა წარმოუდგენელია, ჩვენ ძალიან რთული მემკვიდრეობა გვერგო,“- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.