ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციის წარმომადგენლების კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ჩვენ დავინახეთ, რომ თითოეული მათგანის გამოსვლაში ძირითადი საკითხი ეხებოდა ერთ ადამიანს, ამ ადამიანის სახელი არის ბიძინა ივანიშვილი.
ჩვენ გვესმის, რომ ამ ადამიანმა თქვენ 1 ოქტომბერს შავი დღე გაგითენათ, რომელიც არ მთავრდება და არ დამთავრდება ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში ქართველ ხალხთან ერთად გააჩინა მომავლის პერსპექტივა და ასე იქნება სულ – ეს იქნება სულ და თქვენი შავი დღე არ დამთავრდება“, – მიმართა გოგიჩაიშვილმა ოპონენტებს.
კომენტარები