ესპანელები სტიქიის შედეგად გამოწვეული მასშტაბური მსხვერპლის გამო, ქვეყნის მმართველობას ადანაშაულებენ. სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ არ მომხდარა მათი დროული ინფორმირება და არც დროული რეაგირება ყოფილა. საპროტესტო აქცია სტიქიით დაზარალებულ ვალენსიის რეგიონში ესპანეთის მეფე ფილიპეს და დედოფა ლეტიციას სტუმრობისას გაიმართა. სამეფო წყვილს ტალახი და სხვადასხვა საგნები ესროლეს, ამასთან ხალხი სკანდირებდა: „მკვლელო“, „სირცხვილი“.
ინციდენტს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი გამოეხმაურა და აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობას მარგინალური უწოდა.
წყალდიდობის შედეგად ესპანეთში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
კომენტარები