მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ოქმების 99,73%-ის დამუშავების შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პროევროპელი პრეზიდენტი მაია სანდუ იმარჯვებს. მას მხარი ამომრჩეველთა 55,36%-მა დაუჭირა, მის კონკურენტ ალექსანდრ სტოიანოგლოს კი 44,63%-მა.
მოლდოვის ტერიტორიაზე ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა სტოიანოგლოს მისცა, რომელსაც პრორუსული „სოციალისტური პარტია“ უჭერდა მხარს. სანდუს ლიდერობა დიასპორის ხმებმა განაპირობა – საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში მას მხარი ამომრჩეველთა 82,71%-მა დაუჭირა.
პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში კენჭისყრის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესში რუსეთის მხრიდან მასობრივი ჩარევა ხდებოდა, რომელსაც, მისივე სიტყვებით, შედეგის დამახინჯების მაღალი პოტენციალი ჰქონდა.
კომენტარები