აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისა და „დემოკრატიული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიაში განაცხადეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგის დადგენას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.
ჰარისის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა, ჯენ ო’მელი დილონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლა ჯერ კიდევ „წარმოუდგენლად მჭიდროა“.
„ჩვენ შეიძლება რამდენიმე დღე არ ვიცოდეთ ამ არჩევნების შედეგები, მაგრამ ჩვენ ძალიან ფოკუსირებულნი ვართ იმაზე, რომ ვიყოთ მშვიდად და თავდაჯერებულად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, – აღნიშნა ჯენ ო’მელი დილონმა.
მისი თქმით, ბიულეტენები რამდენიმე დღის განმავლობაში დაითვლება.
კომენტარები