ინდოეთში, ტამილ ნადუს შტატის სოფელ თულასენდრაპურამში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, კამალა ჰარისის წინაპრები ცხოვრობდნენ, მისი გამარჯვებისთვის ლოცვას იწყებენ.
ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სოფლის მცხოვრებლები ლოცვას ჰინდუისტურ ტაძარში გამართავენ.
ჰარისის ბაბუა სოფელ თულასენდრაპურამში საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაიბადა.
„სამშაბათს დილით ტაძარში განსაკუთრებული ლოცვა გაიმართება“, – განაცხადა სოფლის მცხოვრებმა.
იმ შემთხვევაში კი, თუ არჩევნებს კამალა ჰარისი მოიგებს, სოფელში ზეიმი გაიმართება.
კამალა ჰარისის სოფელმა განსაკუთრებული ყურადღება ჯერ კიდევ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიქცია, სადაც 2020 წელს დემოკრატიული პარტიის გამარჯვებისთვის ლოცულობდნენ, პრეზიდენტის ინაუგურაციას და კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნას კი ფოიერვერკებითა და საკვების დარიგებით აღნიშნავდნენ.