ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტების კითხვებს გაექცა. მან არ უპასუხა კითხვას, თუ საიდან იცოდა თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ იმაზე ადრე, ვიდრე მას სასამართლოს დარბაზში მოსამართლე გამაცხადებდა.
ელისაშვილი კითხვამ გააღიზიანა.
ცნობისთვის, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები იქამდე საუბრობდნენ, ვიდრე ამას თავად მოსამართლე სხდომათა დარბაზში გაახმოვანებდა. უფრო კონკრეტულად, ზუსტად 20 საათსა და 58 წუთზე ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ თეთრიწყაროს მოსამართლემ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამ დროს დროს ვლადიმერ ხუჭუას ჯერ გადაწყვეტილება საჯაროდ გამოცხადებული არ ჰქონდა.
კომენტარები