BBC-მ ამერიკის არჩევნებს არაპროგნოზირებადი არჩევნები უწოდა.ამერიკის შეერთებულ შტატებში ხმის მიცემა დაწყებულია – გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან დონალდ ტრამპიც და კამალა ჰარისიც.
BBC აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები არაპროგნოზირებადია, რადგან ორივე კანდიდატის რეიტინგი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. შესაძლოა არჩევნების შედეგები რამდენიმე დღის განმავლობაში არ იყოს ცნობილი. ან პირიქით – ყველაფერი შეიძლება ძალიან მალე დადგინდეს და გამარჯვებულის ვინაობა უკვე კენჭისყრის დასრულებიდან რამოდენიმე საათში გახდეს ცნობილი.
„მილიონობით ამომრჩეველმა დაიწყო ხმის მიცემა საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომლის შედეგი არაპროგნოზირებადად ითვლება: ორივე კადიდატის რეიტინგი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან“, – წერს BBC.
კომენტარები