აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, პენსილვანიის შტატში, ფილადელფიაში საარჩევნო დარღვევების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
„ბევრი საუბრობს ფილადელფიაში მასობრივი თაღლითობის შესახებ. სამართალდამცველები გზაში არიან“, – დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა დარღვევებზე ვრცელდება ინფორმაცია.
მოგვიანებით ფილადელფიის პოლიციის დეპარტამენტმა „სიენენს“ განუცხადა, რომ მათ არ იციან, რას გულისხმობს დონალდ ტრამპი და აღნიშნეს, რომ ინფორმაცია არ აქვთ კენჭისყრასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხზე, რაც სამართალდამცავი ორგანოების ჩარევას მოითხოვს.
კომენტარები