“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ გამორიცხავს.
ეს განცხადება გიგი უგულავამ ტელეკომპანია „Tvპირველის“ თოქშოუ „რეაქციაში“ გააკეთა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, გამოვრიცხოთ რომ 2018 წლის არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატი იქნებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილება 2018 წელსვე არ ამოქმედდება? – უგულავამ ასე უპასუხა:
“ადრეა ამაზე საუბარი. გამორიცხული არაფერი არ არის”, – აღნიშნა გიგი უგულავამ.
კომენტარები