ევროპა ჯერ კიდევ ხარჯავს მილიარდობით ევროს რუსულ ენერგიაზე, რაც არ არის გონივრული და ჭკვიანური. თუ გსურს, რომ რუსეთის ომის ხაზინა იყოს ცარიელი, რუსულ ენერგიაზე ფული არ უნდა დახარჯო, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიჰალმა ბუდაპეშტში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც დღეს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება.
მისი თქმით, სამიტის დღის წესრიგში ორი საკითხია – უკრაინა და ევროკავშირის ეკონომიკური უსაფრთხოება.
„დღის წესრიგში რამდენიმე საკითხი იქნება. პირველი არის უკრაინა, რადგანაც რუსეთის აგრესია და ომი თითქმის ათასი დღეა, გრძელდება, სრულმასშტაბიანი აგრესიაა და ევროპამ უკრაინისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მოხდეს „გამარჯვების გეგმის“ იმპლემენტაცია და გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა; მეორე თემა ჩემთვის იქნება ეკონომიკური უსაფრთხოება. ევროპა უფრო მედეგი უნდა იყოს სხვადასხვა კრიზისისადმი. მნიშვნელოვანია ასევე ენერგია, ჩვენ ჯერ კიდევ ვხარჯავთ მილიარდობით ევროს რუსულ ენერგიაზე, ეს არ არის გონივრული და ჭკვიანური, რადგანაც თუ გსურს, რომ რუსეთის ომის ხაზინა იყოს ცარიელი, რუსულ ენერგიაზე ფული არ უნდა დახარჯო. ასევე, არის მნიშვნელოვანი დაკავშირებადობის საკითხი. ევროპას სხვა რეგიონებთან უნდა ჰქონდეს პარტნიორობა“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.