რადიკალური ოპოზიციის მიერ პარლამენტის შენობის წინ 19:00 საათზე ჩანიშნული აქცია ჯერაც არ დაწყებულა.
როგორც „ქრონიკის“ ჟურნალისტი რუსთაველის გამზირიდან იტყობინება, აქციის ლიდერები და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეები ადგილზე არ მისულან. თუმცა, შეკრებილებს მიკროფონიდან მოუწოდეს, რომ უნდა დაიცადონ და „მალე საინტერესო პროგრამას შესთავაზებენ“. შეკრებილებისთვის ოპოზიციის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია უცნობია.
ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისში იმყოფება. დელეგაცია შეხვდა სალომე ზურაბიშვილს, შეხვედრა გაიმართა ოპოზიციასთანაც. ოპოზიციის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე და უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერების მექანიზმებზე.