რუსეთი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე უკრაინელი ჯარისკაცებისგან კურსკის ოლქის გაწმენდას ცდილობს. სტატიას ამ შინაარსით The Telegraph-ი ავრცელებს.
“პუტინმა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას დაავალა, რომ კურსკის ოლქი სრულად გაათავისუფლონ და დაიწყონ შეტევა სუმის ოლქზე დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე” – წერს გამოცემა.
როგორც The Telegraph-ი აღნიშნავს, კრემლის ლიდერმა, 50 ათასი რუსი და ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო, უკრაინული ძალების წინააღმდეგ კურსკში გადაისროლა.
ბრიტანული დაზვერვის ანგარიშის თანახმად კი, უახლოეს დღეებში რუსეთი კურსკის მიმართულებით იერიშებს გააძლიერებს.
კომენტარები