ამსტერდამში ათობით ადამიანმა ტრამვაის პეტარდები ესროლა და ცეცხლი წაუკიდა, დაკავებულია რამდენიმე პირი. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ზოგიერთი მომიტინგე „თავისუფალ პალესტინას“ სკანდირებდა.
პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ტრამვაის ფანჯრებიც ჩაიმსხვრა, თუმცა ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან ტრამვაი ცარიელი იყო. სამართალდამცველების ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს არეულობა გასულ კვირას, ფეხბურთის ისრაელელ გულშემატკივრებზე განხორციელებულ თავდასხმებს.
ნიდერლანდების პოლიციამ განაცხადა, რომ დააკავეს კიდევ ხუთი ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ გასულ კვირას, ისრაელელ გულშემატკივრებზე თავდასხმაში. ეჭვმიტანილები 18-დან 37 წლამდე ასაკის მამაკაცებია, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობენ.
ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა, დიკ სხოოფმა განაცხადა, რომ ისრაელელ გულშემატკივრებზე თავდასხმებს არაფერი ამართლებს.