ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ ორმა პუნქტმა დონალდ ტრამპის ინტერესი გამოიწვია, – ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ წერს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სექტემბერში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას მისი „გამარჯვების გეგმის“ ორი პუნქტის მიმართ ინტერესი გამოხატა.
ერთ-ერთი მათგანი ითვალისწინებს, ომის დასრულების შემდეგ, ევროპაში განლაგებული აშშ-ის ჯარების ნაწილის უკრაინული ჯარებით ჩანაცვლებას.
მეორე წინადადება, რომელიც თავდაპირველად დონალდ ტრამპის მოკავშირე რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა შეიმუშავა, გულისხმობს, უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსების დასავლელ პარტნიორებთან გაზიარებას.
როგორც „ფაინენშელ თაიმსი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა ამ ორი პუნქტის მიმართ „ინტერესი“ გამოხატა.
ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები აწარმოებენ მოლაპარაკებებს მთავრობასთან, რათა დონალდ ტრამპს შესთავაზონ „საინვესტიციო სკრინინგის“ უფლებამოსილება, რაც მას საშუალებას მისცემს, ფაქტობრივად აირჩიოს, ვინ შეძლებს ბიზნესის წარმოებას ქვეყანაში.