ირანის ხელისუფლება თეირანში თავდაცვით გვირაბს აშენებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გვირაბი ქალაქის ცენტრში განთავსდება და ის თეირანის მეტროს იმამ ხომეინის საავადმყოფოსთან დააკავშირებს, რაც სამედიცინო დაწესებულებამდე პირდაპირ მიწისქვეშა წვდომას უზრუნველყოფს.
„პირველად ქვეყანაში თეირანში შენდება გვირაბი თავდაცვითი შესაძლებლობებით“, – განაცხადა თეირანის საქალაქო საბჭოს ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა სააგენტო „ტასნიმთან“.
გასულ თვეში ისრაელმა ირანზე საპასუხო საჰაერო დარტყმები განახორციელა. დარტყმების სამიზნე თეირანთან და ქვეყნის დასავლეთში მდებარე სამხედრო საწარმო და სხვა ობიექტები იყო.
კომენტარები