ოპოზიციას დასაყრდენი აღარ აქვს არც პარლამენტში, არც ქუჩაში და აღარც უცხოეთში, შესაბამისად, მათი გეგმა ვერ იქნება განხილული, რადგან არ აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას რისი იმედი აქვს, მათმა მხარდამჭერებმაც აღარ იციან.
„უკვე ისინი ოპოზიციას დასცინიან, საყვედურობენ და ამბობენ, რომ მათ სხვა რამეს ჰპირდებოდნენ და სხვა რეალობა დადგა. თურმე ქვეყანას გადაწყვეტილება აღქმებით უნდა მიეღო, მაგრამ აღქმების დრო დასრულდა და რეალობის დრო დადგა. აღქმების მოჯადოებული წრიდან დღემდე ვერ გამოსულან. ოპოზიციას და მათ პატრონებს მივმართავ, როგორც ტრამპის გამარჯვება აღიარა ბაიდენის ადმინისტრაციამ და მარცხი მიიღო, ასე უნდა აღიაროს მარცხი მათმა აგენტურამ საქართველოში ოპოზიციის სახით. შემდეგ მაინც დასახონ, ოთხი წლის თავზე რას გააკეთებენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.