უკრაინის დონეცკის ოლქში კურახოვოს წყალსაცავის დამბის აფეთქებაში მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ. უკრაინული მედია წერს, რომ ოკუპანტმა დამბა ქალაქ კურახოვოს მიმართულებით ინტენსიური შეტევისა და სროლის შედეგად დააზიანა ან განზრახ ააფეთქა.
ადგილობრივმა ადმინისტრაციამ წყალსაცავის მიმდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა, თუმცა დამბის დაზიანების გამო ისინი მხოლოდ ნაწილობრივ დაიტბორა.
რუსული მედია კი ირწმუნება, რომ დამბა უკრაინის არმიამ დააზიანა, რათა დატბორილი ტერიტორიებით ქალაქ კურახოვოსკენ რუსული არმიის წინსვლა შეეფერხებინა
კომენტარები