აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის შიდა უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე სამხრეთ დაკოტის გუბერნატორის კრისტი ნოემის კანდიდატურას განიხილავს. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი ამერიკის საბაჟოსა და საზღვრის დაცვის სამსახურს, იმიგრაციის საკითხებს, საიდუმლო სამსახურს და ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურ სააგენტოს აერთიანებს.
დღესვე განხდა ცნობილი, რომ ტრამპი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე სენატორ მარკო რუბიოს კანდიდატურას განიხილავს. ოფიციალურად არჩეულ პრეზიდენტს საკუთარი გადაწყვეტილებების შესახებ ჯერ არ განუცხადებია.
კომენტარები