საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეგვიპტეში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
”მწუხარებას გამოვთქვამ კაიროს ჩრდილოეთ ნაწილში კოპტურ ტაძარში მომხდარი საზარელი აფეთქების გამო. ვუსამძიმრებთ და თანადგომას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, – ნათქვამია სამძიმრის განცხადებაში, რომელიც ”ფეისბუქში”, პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
აფეთქებები დღეს ეგვიპტის ორ ქალაქში მოხდა.
კომენტარები