ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო ევროკავშირის საბჭოს მიმართავს და მოუწოდებს მას, რომ შეწყვიტოს საქართველოს დესტაბილიზაცია.
„საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს ქართველების არჩევანს და გააგრძელოს ამ ქვეყანასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ეს ევროპისა და საქართველოს ინტერესებში შედის“, – წერს ლასლო სოციალურ ქსელ X-ში.
ევროკავშირის საბჭომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ის მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
კომენტარები