პრეზიდენტი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე განცხადების ავტორი შეცდომაშია შეყვანილი.
“სამწუხაროდ საქართველოში კლასიკად ჩამოყალიბდა რომ შენი წარუმატებლობა სხვას გადააბრალო. როცა რამე გიჭირს, უნდა იყოს ადამიანი ან პოლიტიკური ჯგუფი, რომელზეც იტყვი, მე კი არ შემეშალა, ცოტათი მაინც, ეს არის შეთქმულება… პოლიტიკაში ათასი კაცი მოვა და რაღაცას გეტყვის, რომ შენ ზურგს უკან შეთქმულება იგეგმება. შენ თუ ხარ მიდრეკილი, ძალაუნებურად ასეთ განცხადებას გააკეთებ, მითუმეტეს ასეთი მაღალი თანამდებობის პირი.
მე 24 საათის განმავლობაში ტელევიზიით გამოვსულიყავი და მეთქვა, რომ არ მომწონს ეს საკონსტიტუციო კომისია ესეც არანაირი დანაშაული არ იქნებოდა. ეს პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებაა. ვინმეს თუ ჰქონია, რომ საკონსტიტუციო ორგანო, კონსტიტუციური ორგანოა ღრმად შემცდარა. კონსტიტუციური ორგანოა მაგალითად სახალხო დამცველი რომელსაც უნდა მოუსმინო, საკონსტიტუციო სასამართლო. ეს ყველაფერი ლამაზი ხელით არის კონსტიტუციაში დაწერილი, ამის მიუხედავად მე სულ ვამბობდი რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დავეხმაროთ, საკონსტიტუციო კომისიის წევრები ჩემთან ერთად დადიან რეგიონებში, ესაუბრებიან ხალხს და ასე შემდეგ. როცა შეთქმულების თეორიებზე საუბრობენ, მგონია, რომ ეს არის შეცდომაში შეყვანილი ადამიანის განცხადება, რომელსაც რაღაცა უთხრეს და დაიჯერა, არამგონია, რომ მოიგონა”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.