საკმაოდ არაჯანსაღი და არასწორი მოქმედებები შეიმჩნევა პრეზიდენტის მხრიდან, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერი გია ვოლსკი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტთან დაკავშირებით შეცდომაშია შეყვანილი.
”საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პირველივე დღიდან პრეზიდენტი ჩადგა ისეთ პოზიციაში, რომელსაც არ მინდა ბოიკოტი ვუწოდო, მაგრამ რეალურად გაემიჯნა. ყველა საკითხთან დაკავშირებით აქვს მწვავე გამოსვლები. პრაქტიკულად, პარალელურ პროცესს აწარმოებს, მაშინ როცა ამის აუცილებლობა არ არსებობს. ახლა იქ გვერდით გაყვანა მოხდა და ყურში ჩაჩურჩულება, რომ მოდი ბოიკოტის რეჟიმზე გადავიდეთ, ეს მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ თვალხილული რასაც ვხედავ პროცესს, საკმაოდ არაჯანსაღი და არასწორი მოქმედებები შეიმჩნევა პრეზიდენტის მხრიდან”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება კითხვას, პროექტი, რომელიც გუშინ საკონსტიტუციო კომისიამ წარადგინა, რამდენად შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადონ კომისიას, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ბოიკოტის გამოცხადებით წინასწარ შანტაჟი არანორმალური ჰგონია ესოდენ მნიშვნელოვანი პროცესისთვის.
გია ვოლსკი – არაჯანსაღი და არასწორი მოქმედებები შეიმჩნევა პრეზიდენტის მხრიდან
2017/04/11 14:09:12
კომენტარები
ნანახია: 1237 ჯერ