თურქეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-თან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით, რაც მას საშუალებას მისცემს გააგრძელოს „გაზპრომბანკის“ გამოყენება ბუნებრივი გაზის იმპორტის საფასურის გადასახდელად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
„გამონაკლისის გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთისთვის გადახდას. თუ ვერ გადავიხდით, ვერ ვიყიდით საქონელს“, – განუცხადა ჟურნალისტებს თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა.
„თუ არ იქნება გამონაკლისი, ამას თურქეთისთვის ძალიან სერიოზული შეიძლება მოჰყვეს“, – აღნიშნა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე „გაზპრომბანკისთვის“ დაწესებული ამერიკული სანქციები უნგრეთმაც გააკრიტიკა.
კომენტარები