პარლამენტი იქ უნდა მდებარეობდეს, სადაც განლაგებულია სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა, პარლამენტი და მთავრობა ერთსა და იმავე ქალაქში უნდა იყოს.
“იშვიათი გამონაკლისის გარდა, მსოფლიოში პრაქტიკულად ყველგან, პარლამენტები და მთავრობები სახელმწიფოს დედაქალაქშია. შესაბამისად, კონსტიტუციიდან ამოღებული უნდა იქნას ის ნორმა, რომელიც ამბობს, რომ პარლმენტის ადგილსამყოფელია ქუთაისი, ან უნდა ჩაიწეროს, რომ ადგილსამყოფელია დედაქალაქი, ან საერთოდ არაფერი არ უნდა ეწეროს. ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფში შეთანხმება იქნება მიღწეული”,-აღნიშნა ხმალაძემ.
კომენტარები