დღევანდელი პოლიტიკური თამაში ჩვენ მოვიგეთ 41:0, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
”მეშვიდე ანგარიში იყო საკრებულოში და ვამაყობ, რომ ყველა წინამორბედისგან განსხვავებით ყველაზე ანგარიშვალდებული მერი ვარ. რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ წარვდგები დედაქალაქის საკრებულოს წინაშე ანგარიშით. ერთი საკითხი ნიშანდობლივია, მე დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ როდესაც თვენახევრის წინ უმცირესობის მოთხოვნა იყო დედაქალაქის საკრებულოში ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით მისვლა, მაშინ პოლიტიკური შოუ უნდოდათ, დღესაც პოლიტიკური შოუ უნდოდათ და ეს კარგად გამოჩნდა, თუმცა არ გამოუვიდათ. დღევანდელი პოლიტიკური თამაში ჩვენ მოვიგეთ 41:0”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
კომენტარები