ერთ-ერთი პოლიციელის, გიორგი ცუცქირიძის დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ „მთავარმა არხმა“ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა. დალი ბალამწარაშვილი წერს, რომ მის შვილს სპეცრაზმთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
„გავრცელდა დეზინფორმაცია ჩემი შვილის, გიორგი ცუცქირიძის შესახებ, რომელიც მუშაობს საპატრულო პოლიციაში და არანაირი შეხება არც აქვს და არც ჰქონია სპეცრაზმთან!!!! გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც გაავრცელა „მთავარმა არხმა“ არ შეესაბამება რეალობას. ყველას უკან დაუბრუნოს უფალმა ის სისაძაგლე რაც ჩემ შვილს და ჩვენ ოჯახს უსურვეს“, – წერს პოლიციელის დედა.
კომენტარები