დაახლოებით 600 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა ომში – უკრაინელებმა დაკარგეს 400 000 ჯარისკაცი და კიდევ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, – განაცხადა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
მან სირიაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა: „ასადი ქვეყნიდან გაიქცა – მისი მფარველი რუსეთი, ვლადიმირ პუტინის მეთაურობით, აღარ იყო დაინტერესებული მისი დაცვით“.
„ძალიან ბევრი ადამიანი უაზროდ კვდება, ძალიან ბევრი ოჯახი განადგურებულია და თუ ასე გაგრძელდება, ეს შეიძლება გადაიქცეს უფრო დიდ და უარეს სიტუაციაში. ვლადიმირს კარგად ვიცნობ. დროა იმოქმედოს. ჩინეთს შეუძლია დახმარება. მსოფლიო ელოდება!
მათ [რუსებმა] დაკარგეს ყოველგვარი ინტერესი სირიის მიმართ უკრაინის გამო, სადაც დაახლოებით 600 000 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა ომში, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო და შეიძლება სამუდამოდ გაგრძელდეს. რუსეთი და ირანი ახლა დასუსტებულ მდგომარეობაში არიან, ერთი უკრაინისა და ცუდი ეკონომიკის გამო, მეორე კი ისრაელისა და მისი საბრძოლო წარმატების გამო. ანალოგიურად, ზელენსკის და უკრაინას სურთ გარიგების დადება და ამ სიგიჟის შეჩერება. მათ [უკრაინელებმა] დაკარგეს 400 000 ჯარისკაცი და კიდევ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე“, – დასძინა მან.