მიხეილ ყაველაშვილი უკვე შემდგარი პოლიტიკოსია, მას ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება დაუგროვდა, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
„იგი არის პიროვნება რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ფასეულობები, როგორიცაა ჩვენი ქვეყნის ტრადიციები, ისტორია, კულტურა, იდენტობა, ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა და გაძლიერება“, – აღნიშნავს მაჭავარიანი.
კომენტარები
