ამბოხებაში მონაწილეობის ბრალდებით სამხრეთ კორეის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელი, გენერალი პარკ ან-სუ დააკავეს.
სამხრეთ კორეის მედიის ინფორმაციით, სამხედრო მაღალჩინოსანი დაკავებულია სასამართლოს ორდერით აჯანყებაში საკვანძო როლის თამაშისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.
პარკ ან-სუ მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში მსახურობდა ქვეყნის პრეზიდენტის საომარი მდგომარეობის შტაბის უფროსად, რომელიც დაიშალა, როდესაც კანონმდებლებმა გააუქმეს პრეზიდენტის ბრძანებულება.
ამბოხების ბრალდებით დაკავებულია სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი, კიმ იონ-ჰიუნი, თავდაცვის კონტრდაზვერვის სარდლობის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი იეო ინ-ჰიუნი, არმიის სპეციალური საბრძოლო სარდლობის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი, კვაკ ჯონ-კეუნი და დედაქალაქის თავდაცვის სარდლობის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ლი ჯინ ვუ.