ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა. ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.
როგორც მედიაში აღნიშნავენ, პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადებების მიღება 7 დეკემბრიდან 21 დეკემბრამდე მოხდება, რის შედეგადაც ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია კანდიდატების რეგისტრაციაში გატარების საკითხზე იმსჯელებს.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 26 იანვარს არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.
კომენტარები