უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პროვოკაციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მაგიდაზე დევს.
ზელენსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროპაში არავის არ აქვს უკრაინის მსგავსი გამოცდილება. მისი თქმით, ორბანს არ ჰყავს ისეთი ჯარი, რომლის მეშვეობით ის რუსეთზე ზეწოლას განახორციელებს. „როგორ აპირებს ის პუტინზე ზეწოლის განხორციელებას? ხუმრობებით, ღიმილით? თავისთვის შეინახოს“, – დასძინა ზელენსკიმ.
„ჩვენ ამ პროვოკაციას პასუხს არ გავცემთ. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება მაგიდაზეა. აწი, როგორც გენებოთ. თქვენი პასუხისმგებლობაა“, – დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში ზელენსკის საპასუხოდ.
კომენტარები