ისრაელმა იემენში, „ჰუსიტების“ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა, რომლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ჰუსიტების“ სატელევიზიო არხი ავრცელებს.
საჰაერო თავდასხმები იემენის დედაქალაქ სანაას მახლობლად მდებარე პორტსა და ნავთობის ობიექტზე განხორციელდა.
ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ საჰაერო თავდასხმები საპასუხო ქმედებაა „ჰუსიტების“ მიერ გასული წლის განმავლობაში ისრაელზე განხორციელებული რაკეტებისა და დრონების თავდასხმებზე, რომელთა უმრავლესობაც ჩამოგდებულ იქნა.
„ისრაელის გრძელი ხელი თქვენამდეც მიაღწევს“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა.
კომენტარები
