„დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვა. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.
ლორთქიფანიძემ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ კომისია არანაირ კომპრომისზე არ მიდის.
„უფლებამოსილი ვარ განვაცხადო, რომ “დემოკრატიული მოძრაობის” სახელით კომისიას ვტოვებ. სამუშაო ჯგუფში მუშაობას ის აზრი ჰქონდა, რომ ყველა ის საკითხი გაგვეტანა, რომელიც წითელი ხაზად ითვლებოდა და ეს იყო საარჩევნო თემატიკა. ძალიან კარგად ვხედავთ, რომ კომისია არანაირ კომპრომისზე არ მოდის. ვხედავთ, რომ არანაირი ცვლილება არ ხდება პრეზიდენტის არჩევის წესზე და პრეზიდენტი ირიბად არჩეული იქნება. ძალიან კარგად ვხედავთ, რომ მიწაზე რეგულაცია იმ საკითხად კვლავ რჩება, რომელზეც ხელისუფლება კომპრომისზე არ მოდის“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.