მაია ფანჯიკიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა შეაფასა. ინფორმაციას ipn ავრცელებს.
„მას შემდეგ, რაც 2016 წლის არჩევნები დამთავრდა, აღარ ვარ ჩართული აქტიურ პოლიტიკაში. ამიტომ, ასეთი შეფასებებისგან ყოველთვის თავს ვიკავებ. ვაკვირდები მოვლენებს, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. ძალიან ბევრი რამ არ მომწონს, არის რაღაცები, რაც შედარებით უკეთესად არის, მაგრამ, ასეთი კონკრეტული შეფასებისგან თავს ვიკავებ”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
კომენტარები