ყაზახეთში დიდთოვლობა მასობრივი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა. ერთმანეთს 95 ავტომობილი შეეჯახა, – იუწყება ადგილობრივი მედია.
ავარიის შედეგად მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა 20 ადამიანი დაშავდა.
ადგილზე სამაშველო და ავარიული სამსახურები მუშაობენ. მასობრივი ავტოსაგზაო შემთხვევა ასტანა-შუჩინსკის გზაზე მოხდა.
კომენტარები