გიორგი კვირიკაშვილი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლიანში შაინიძეების ოჯახში იმყოფებოდა. პრემიერი ოჯახის საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.
შაინიძეებმა გიორგი კვირიკაშვილს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადეს. პრემიერ-მინისტრმა ოჯახის ყველაზე უმცროს წევრს საჩუქრად საკუთარი ავტოკალამი გადასცა, რომელზეც მისი სახელია ამოტვიფრული.
ნადია შაინიძემ გიორგი კვირიკაშვილი საკუთარ სახლში წაბლანას მემორიალთან შეხვედრისას მიიწვია.
კომენტარები