“პოზიციას ნამდვილად შევიცვლიდი, დღემდე რომ მენახა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულება არ მინახავს, ბოდიში და ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს მე არ ვიჯერებ”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, 300 ათასი ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა სჭირდება და ეს რასთან არის დაკავშირებული, მისთვის ცხადია.
„პოზიციას ნამდვილად შევიცვლიდი, დღემდე რომ მენახა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება. მე არ მინახავს ასეთი მტკიცებულება, 100 ათასი ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, ამ ადამიანებიდან დღემდე ჩემთან არცერთი არ მოსულა. 300 ათასი ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა სჭირდება და ეს რასთან არის დაკავშირებუოლი, ჩემთვის ძალიან ცხადია. ამიტომ ბოდიში და ასეთ ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს მე არ ვიჯერებ. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია“, – განაცხადა იოსელიანმა.