აზერბაიჯანში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა პატივი მიაგო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, ზარიფა ალიევას ხსოვნას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
მათივე ცნობით, მაკა ბოჭორიშვილმა გვირგვინით შეამკო მარადიული ცეცხლის მემორიალი „შეჰიდების ხეივანში“.
საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.