პროტესტის 51-ე დღე ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, უფრო და უფრო იმატებს მათში ზიზღი და უფრო და უფრო აგრესიული ხდებიან, – განაცხადა მსახიობმა, ანრი ბიბინეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ადრე თუ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ყვიროდნენ, ახლა უკვე ტელევიზიებიდან გვაფურთხებენ, საჭმელში გვიფურთხებენ, სახლებში გვაკითხავენ, გვლანძღავენ და თავიანთ სახეს უბრუნდებიან, რაც არიან რეალურად ჩემი შეხედულებით. ამ ადამიანებს საქართველოს წინსვლა უნდათ? მე ეს მეეჭვება“, – განაცხადა ბიბინეიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც აქციებში იღებენ მონაწილეობას, თუ ვისზე საუბრობს კონკრეტულად, რათა ამას გარკვეული ინტერპეტირება არ მოჰყვეს, ანრი ბიბინეიშვილმა განაცხადა, რომ როცა ორი ადამიანი დგას და ერთი აშავებს, მეორეს აქვს ვალდებულება, უთხრას, რომ ის აშავებს.
„არც ერთი მათგანი არ მოუწოდებს აქციაზე მდგომ ადამიანებს, რომ დიალოგი მაინც გამართონ ნორმალური. ადამიანები ესხმიან თავს და აბულინგებენ მოწინააღმდეგეს. ესენი იბრძვიან თავისუფალი სიტყვისთვის და საშუალებას არ აძლევენ, თავისუფალი აზრი გამოთქვას სხვამ. ადამიანებმა ვერ დაიჯერეს, რომ საქართველოს უმრავლესობამ აირჩია ეს მთავრობა. მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, სხვა ამბავია. საქართველოში არ არსებობს ოპოზიცია. ოპოზიცია, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, არის ვირთხების კრებული. ესენი არიან ქვეყნის მტრები. ესენი არიან პირდაპირ მოწოდებით, რომ რამენაირად, საქართველო საბოლოოდ დასრულდეს. ამათი მიზანია სამოქალაქო დაპირისპირება, რადგან იციან, რომ სამოქალაქო დაპირისპირების შემდეგ საქართველოს მომავალი აღარ გააჩნია. ისინი ამისთვის იბრძვიან, მაგრამ ისინი მიიღებენ ტყუპს, ოღონდ წიხლს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურს. არ ეგონოს ვინმეს, რომ ძალადობის მომხრე ვარ. ძალადობის წინააღმდეგ მე რომ ვარ, ასეთი უნდა“, – განაცხადა ბიბინეიშვილმა.
როგორც ბიბინეიშვილმა აღნიშნა, ის არანაირი ძალადობის მომხრე არ არის.
„14 დღე ყოველი სმენა რომ იცლებოდა ე.წ. დროებით იზოლატორში და 14 დღის განმავლობაში ყოველ დილით რომ წიხლი მხვდებოდა მუცელში და დამპალი მუცლით გამოვედი, იმდენი ლარი რომ დაედოთ ამათ, რამდენი გაფიცვაც დაწერეს, მე ჯანმრთელი ვიქნებოდი თურმე გაცილებით. ესენი მეუბნებიან, ხომ აგინებდი მაშინ პოლიციასო,? არა, არ ვაგინებდი პოლიციას. პოლიცია უბრალოდ, თავს მესხმოდა და გავრბოდი. 26 მაისს რა გააკეთეს, ხომ? უბრალოდ, შედარება შეიძლება დღევანდელი და მაშინდელი პოლიციის? მითხრას ეს ვინმემ, შეიძლება? აფურთხებ სახეში, ესვრი პიროტექნიკას და კიდევ პრეტენზია გაქვს, რატომ დაგარტყეს. არ მომწონს, რომ დაარტყეს, საშინელებაა, ცუდია, არ შეიძლება და ყოველთვის უნდა ვგმობდეთ ძალადობას, მაგრამ მაპატიე, ხომ ყველას გვაქვს რაღაც თმენის ზღვარი? თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხაზგასმით, რომ არანაირი ძალადობის მომხრე არ ვარ“, – განაცხადა ბიბინეიშვილმა.
შეკითხვაზე, რამდენად თანხვედრაშია ერთი მხრივ, აქციის მონაწილეების პოზიცია ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, რომლებიც ემიჯნებიან ოპოზიციას, თუმცა ამ პროცესში თავისთავად მონაწილეობენ და მეორე მხრივ, ოპოზიციის აქტივობა, რომელიც პროცესებისგან თითქოს, დისტანცირებულია, მაქსიმალურად ცდილობს, სადავეები ხელში არ აიღონ, სცენაზე არ გამოვიდნენ, მკვეთრი განცხადებები არ გააკეთონ და ა.შ, დღეს რა არის მათი გარიდების მიზეზი, ანრი ბიბინეიშვილმა განაცხადა, რომ აქციებს სწორედ ისინი აორგანიზებენ.
„პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ისინი ითხოვენ არჩევნებს და არჩევნები დანიშნულია. არის თვითმმართველობის არჩევნები და მოიგონ, აბა. ხომ მაგრები არიან, მოგვიგონ ეს არჩევნები და მერე ვნახოთ. ეს ერთი, ანუ არჩევნებზე პასუხი მიიღეს. მეორე, მე მაინტერესებს იმ საზოგადოების აზრი, ვინც იქ დგას, ხმა ვის მისცეს? ფაქტია, „ქართულ ოცნებას“ არა, ხომ და რა არჩევნებს ითხოვენ? სახალხო დამცველიც საუბროდა ამ თემაზე და უბრალოდ, მაინტერესებს, ვინ გააყალბა არჩევნები? 25-ში ამბობდნენ, შანსი არ არის, არჩევნები ვერ გაყალბდებაო და 26-ში გაყალბდა? ეს ადამიანები ვიდრე არ დაფიქრდებიან იმაზე, რომ ვისაც ხმას აძლევენ, ისინი ქვეყნის მტრები არიან, მანამდე მათთან დიალოგი უბრალოდ, წარმოუდგენელია“, – განაცხადა ანრი ბიბინეიშვილმა.
როგორც ბიბინეიშვილმა აღნიშნა, 5% საქართველო არ არის და საქართველოს სახელით საუბარს ყველა უნდა გადაეჩვიოს.
„სახალხო დამცველმა თქვა, ერთი ფაქტი ვერ წარდგენილა გაყალბებისო და მერე კიდევ, გადავეჩვიოთ რა, საქართველოს სახელით საუბარს. მოსახლეობის 5% არ ხართ საქართველო, ხომ ფაქტია და საქართველოს სახელით ნუ საუბრობთ, ხალხნო. საქართველო ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანისგან შედგება. საქართველო არ ხართ თქვენ და ნუ საუბრობთ საქართველოს სახელით. თუ აირჩიეთ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად, გამოგიყოფთ ადგილს, შემოვღობავთ, გყავდეთ თქვენი პრეზიდენტი სალომე და იცხოვრეთ იქ“, – განაცხადა ანრი ბიბინეიშვილმა.