საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებებს საშიშსა და სახიფათოს უწოდებს.
ბესელიას თქმით, პრეზიდენტის განცხადებები პროცესისთვის სახიფათოა, რადგან წინ არის კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახახლო განხილვა.
„მგონი, ასეთი შეფასებები საშიში და სახიფათოა. ეს პროცესისთვის სახიფათოა, რადგან წინ საერთო-სახალხო განხილვაა. ასევე, წინ არის ფართო დისკუსიის გამართვა და არა – ფრაგმენტულად. საპარლამენტო მოდელის პირობებში, ყველა ცვლილება სისტემურად შეგვიძლია დავინახოთ და არა – პერსონალური განწყობებით”, – აცხადებს ეკა ბესელია.
კომენტარები