იუსტიციის ყოფილი მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.
”საქართველოდან ამერიკაში ჩემი “ფლეშკებით გაქცევის” უნიჭო “შემოქმედმა” მეორე სერიის გადაღება გადაწყვიტა და ერთგვარი გაურკვევლობის შექმნა დღესაც უნდოდა.
ეს პინოქიო დღეს ვენაში, ალბერტინას გალერეაში გამოვიჭირე და ვიღაცას კი ძალიან მაგონებს 🤔
კონსტიტუციის თანახმად ყველას აქვს უფლება ჰქონდეს პირადი საქმე ოჯახის წევრთან ერთად, ან მარტო, ნებისმიერ ქვეყანაში და მის პარალელურად თანამედროვე მხატვრობასაც გაეცნოს.
“ფლეშკები”, ბაინდერები და სხვა ისტორიები კი პატარა კაცუნებს ელანდება, რომელთა მთავარი “ცხოვრებისეული მიღწევა” ტყუილის მოფიქრება და გავრცელებაა.
P.s პინოქიო, გიცანი და თუ არ გაჩერდები პაპა კარლოს ვეტყვი 😉”
კომენტარები