ლოს ანჯელესის რეგიონში სწრაფად გავრცელებადი ხანძრის ახალი კერა წარმოიქმნა. ხანძრის საფრთხის გამო 30 ათასი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა.
ხანძარი გაჩნდა ქალაქ ლოს ანჯელესის ჩრდილო-დასავლეთით 70 კილომეტრში, მთიან ზონაში, რომელიც რამდენიმე საცხოვრებელ უბანს და სკოლას ესაზღვრება.
არცერთი სახლი და ბიზნესი ამ დროისთვის არ დაზიანებულა და ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს იმედი, რომ ხანძარი კონტროლს დაექვემდებარება.
ხანძრის ზონაში ქარის სიჩქარე დაახლოებით 30-50 კმ/სთ იყო და არ გამორიცხავენ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს.
კომენტარები