აშშ-ის სენატმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის პოსტზე ჯონ რეტკლიფი დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
ჯონ რეტკლიფის კანდიდატურას მხარი 74 სენატორმა დაუჭირა, ხოლო 25 – წინააღმდეგ წავიდა.
ჯონ რეტკლიფი დაზვერვის ეროვნულ სააგენტოს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა.
კომენტარები