ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა დამირეკა – ვფიქრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვექნება, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ მხოლოდ სამართლიანობა გვინდა. ჩვენ მხოლოდ თანაბარი სათამაშო მოედანი გვინდა. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი დეფიციტი ჩინეთთან. ბაიდენმა დაუშვა ეს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
„მაგრამ მე ძალიან მომწონს პრეზიდენტი სი. მე ის ყოველთვის მომწონდა. ჩვენ ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. […] იმედია, ჩინეთი დაგვეხმარება [უკრაინაში] ომის შეჩერებაში. და მათ აქვთ დიდი ძალაუფლება ამ სიტუაციაზე და ჩვენ მათთან ვიმუშავებთ“, – დასძინა მან.
კომენტარები