მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სანდუ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, კიევში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით გაემგზავრა.
„დღეს კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის ჩამოვედი. მე ვუგზავნი მხარდაჭერის ძლიერ გზავნილს უკრაინასა და მის ხალხს. მათი გამბედაობა უზრუნველყოფს ჩვენს მშვიდობას. ჩვენ განვიხილავთ უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობისა და ევროკავშირის გზაზე ერთმანეთის დახმარების საკითხებს. მოლდოვა რჩება უკრაინის საიმედო მეზობლად“, – წერს სანდუ.
კომენტარები