პიტ ჰეგსეტმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ ეიზენჰაუერის შენობაში ფიცი დადო.
ფიცის დადების ცერემონიაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, ჰეგსეტის ოჯახის წევრები და სენატორები იმყოფებოდნენ.
„მინდა, მადლობა გადავუხადო შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჩვენს მთავარსარდალს, დონალდ ტრამპს. მასზე უკეთესი მთავარსარდალი ვერ წარმომიდგენია. მთელი ჩემი ცხოვრების პატივია, ვიმსახურო თქვენი ხელმძღვანელობით. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ჩვენი ჯარებისა და თქვენი მხარდაჭერით მშვიდობის აღსრულებას ძალის მეშვეობით, ამერიკის პირველ ადგილზე დაყენებას და ჩვენი არმიის აღდგენას“, – განაცხადა ჰეგსეტმა.
ჰეგსეტი უხელმძღვანელებს 1,3 მილიონ აქტიურ სამხედრო პერსონალს და აშშ-ის არმიაში მომუშავე თითქმის მილიონ სამოქალაქო პირს, დაახლოებით ერთი ტრილიონი დოლარის წლიური ბიუჯეტით.
ჰეგსეტი „ფოქს ნიუსის“ წამყვანი და არმიის ვეტერანია. ჰეგსეტს სამხედრო სამსახურის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ის ავღანეთისა და ერაყის მისიებში მონაწილეობდა.