რეპერი Asap Rocky, რომლის ნამდვილი სახელიც რაკიმ მაიერსია, შესაძლოა, 24 წლით დააპატიმრონ. ინფორმაციას BBCავრცელებს.
მას ბრალად ედება 2021 წელს, შელაპარაკების საფუძველზე, თავისი ბავშვობის მეგობრისთვის იარაღის სროლა.
რეპერის სასამართლო პროცესზე შელაპარაკების ამსახველი ვიდეო კადრებიც აჩვენეს. კადრებში ჩანს როგორ იღებს Rocky იარაღს, თუმცა, უშუალოდ სროლის მომენტი ვიდეოში ასახული არ არის.
გრემზე ნომინირებული ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავი დანაშაულს არ აღიარებს და ბრალდებებს უარყოფს.
Asap Rocky მომღერალ რიანას პარტნიორია. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ.
კომენტარები