ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გამოეხმაურა.
მისი თქმით, ლუკაშენკო ხვალ კიდევ ერთხელ დაინიშნავს თავს მორიგი ყალბი არჩევნებით.
„ლუკაშენკო 30 წელია, ინარჩუნებს ხელისუფლებას. ხვალ ის კიდევ ერთხელ დაინიშნავს თავს მორიგი ყალბი არჩევნებით. ეს არის დემოკრატიის აშკარა დაცინვა. ლუკაშენკოს არ აქვს ლეგიტიმაცია“, – წერს კალასი სოციალურ ქსელში.
კომენტარები