გერმანიის საპარლამენტო არჩევნების წინ ქალაქ კელნში ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 20 ათასამდე ადამიანი გამოვიდა.
დემონსტრაციაში გერმანიის ჯანდაცვის მინისტრიც მონაწილეობდა, რომელმაც ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითა, რადგანაც მისი თქმით, ქვეყანაში ქსენოფობია, ძალადობა და პოპულიზმი იზრდება.
ქვეყანაში უკვე მეორე კვირაა, აქციები სხვადასხვა ქალაქში იმართება. აქციები გაიმართა მიუნხენსა და დრეზდენში. საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით აქციებში მილიონ 400 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
გამოკითხვების მიხედვით, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეორე ადგილზეა, პირველ ადგილზე კი „კონსერვატიული პარტიაა“. მესამე და მეოთხე ადგილზე არიან გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მმართველი „სოციალ დემოკრატიული პარტია“ და მწვანეთა პარტია.